საქართველო-ევროკავშირი

ჰერჩინსკი: ღონისძიება იყო ღია, ჩვენ მოვიწვიეთ ყველა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე, 2024 წლის 15 აპრილი
საქართველოს მთავრობა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიება იყო ღია და მოწვეული იყო ყველა.

მას ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ თავის საქმეს ასრულებს იმ მითითებების საფუძველზე, რომელსაც სათავო ოფისიდან იღებს და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას უფრო დაუახლოვდეს.

"ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ევროკავშირს საქართველოში და ჩემს საქმეს იმ მითითებების საფუძველზე ვასრულებ, რომელსაც ჩემი სათავო ოფისისგნა ვიღებ. ვცდილობ, თუ რაიმე უნარები გამაჩნია, სრულად გამოვიყენო იმისთვის, რომ საქართველო უფრო დავაახლოვო ევროკავშირის წევრობასთან, რადგან ეს არის ის, რაც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ამბობს და სიმართლე გითხრათ, რასაც ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს. [...]

ვადასტურებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის წერილი მივიღე. ჩვენ ეს წერილი გადავუგზავნეთ ჩვენს სათავო ოფისს და პასუხიც შესაბამის დროს იქნება გაგზავნილი.

ეს არის ღია ღონისძიებაა, ჩვენ მოვიწვიეთ ყველა... დარწმუნებული ვარ, ქალაქის მასშტაბით განთავსებული პოსტერებიც ნახეთ, ასევე გამოვიყენეთ ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმები და სატელევიზიო რეკლამები. ყველას ვისაც სურს შემოგვიერთდეს, გულთბილად არის მოწვეული, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნოს ევროპის დღე." - თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მას ტრაგიკული პიროვნება უწოდა. ასევე აღნიშნა ისიც, რომ მთავრობა ელჩის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე მიწვეული არ იყო.

კომენტარები