საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 8 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვასთან ევროკავშირში ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების ფორმალურად დაწყების თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირს სურს, რომ საკითხზე პროგრესი სწრაფად მოხდეს.
"ჩვენ თარიღი ჯერ არ განგვისაზღვრავს, მაგრამ აშკარაა, რომ სწრაფი წინსვლა გვესაჭიროება," აღნიშნა კალასმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ სხვა ქვეყნებში მთავრობების ცვლილებამ შესაძლებლობების ფანჯარა გამოაჩინა, რაშიც მან, სავარაუდოდ, უნგრეთში ვიქტორ ორბანის მარცხი იგულისხმა.
"ასე რომ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენ წინ უნდა წავიდეთ მანამ, სანამ მოლდოვის წინააღმდეგი არავინაა, რადგან არასდროს იცი, როდის მოვა მთავრობა, რომელთანაც შესაძლოა, როგორც იცით, ორმხრივი პრობლემა იყოს." – განმარტა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
კალასის თქმით, მოლდოვას რეფორმების გატარების მხრივ პროგრესი აქვს. ამასთან, მანვე დაამატა, რომ დნესტრისპირეთის საკითხი მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებებს ვერ შექმნის.
თავის მხრივ, მაია სანდუმ კვლავ გაიმეორა, რომ მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა 2028 წლისთვის სურს.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)


