ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი IM Motors უკვე ქართულ ბაზარზეა, მისი ოფიციალური წარმომადგენელი კი IM Motors Georgia-ა. შოურუმში ამჟამად სამი უახლესი მოდელია წარმოდგენილი - IM5, IM6 და IM LS7 - , რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკური შესაძლებლობებით.
IM Motors ჩინეთის ავტობაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. ბრენდი სამი მსხვილი კომპანიის SAIC-ის, ტექნოლოგიური პარკის Zhangjiang Hi-Tech-ისა და Alibaba Group-ის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.
ჩინური ელექტრომობილების დახვეწაში სხვა აღიარებული კომპანიებიც მონაწილეობდნენ. მაგალითად, ძრავისა და ბატარეის სისტემებზე Bosch, Continental და CATL მუშაობდნენ, სავალი ნაწილის გამართვა კი ფორმულა 1-ის გუნდს, Williams-ს ერგო. სამუხრუჭე და დაკიდების სისტემებს კი Brembo და BILSTEIN ქმნიან.
IM5 მკვეთრად გამოხატული სპორტული სტილის მოდელია. მისი დაბალი კორპუსი და აეროდინამიკური ფორმები პირველივე დანახვაზე მიანიშნებს, რომ ავტომობილი სწრაფი და დინამიკური მართვის მოყვარულებისთვის შეიქმნა. მას ტექნიკური მხარეც შესაბამისად აღჭურვილი აქვს: 75 კვტ/სთ-იანი ვერსია 291 ცხენის ძალითა და 490 კმ-იანი გარბენით გამოირჩევა, 100 კვტ/სთ-იანი მოდელი კი 710 კილომეტრამდე მანძილს ფარავს. განსაკუთრებული სიმძლავრისთვის AWD ვერსიაა განკუთვნილი, რომელიც 767 ცხენის ძალას ავითარებს.
IM6-ში SUV-ისა და სედანის საუკეთესო მახასიათებლებია გაერთიანებული. მას ფართო სალონი აქვს, პრაქტიკულობით გამოირჩევა და მანევრირების თვალსაზრისითაც საკმაოდ მოქნილია. ერთი დამუხტვით, კომპლექტაციის მიხედვით, მოდელი 450 კილომეტრიდან 625 კილომეტრამდე მანძილს ფარავს.
IM LS7 დიდი ზომის ელექტრო ჯიპია და მათთვის შეიქმნა, ვისაც ბევრი მგზავრისთვის განკუთვნილი ტევადი ავტომობილი სჭირდება. მას ხუთ მეტრზე მეტი სიგრძის კორპუსი და ფართო თვლებთაშორისი ბაზა აქვს, რის გამოც სალონში მგზავრებისთვის საკმარისი ადგილი რჩება. ასეთი დიდი ზომის მიუხედავად, ჯიპი საკმაოდ დინამიკურია: 578 ცხენის ძალის დახმარებით ის 100 კმ/სთ სიჩქარეს 4.5 წამში ავითარებს. მოდელი ორი კომპლექტაციითაა ხელმისაწვდომი. Luxe ვერსია 100 კვტ/სთ ელემენტით 625 კილომეტრს ფარავს, Elite ვარიანტს კი 90 კვტ/სთ ბატარეა აქვს, რაც 550 კილომეტრამდე მანძილისთვისაა საკმარისი.
IM Motors Georgia-ში შეძენილ ელექტრომობილებზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია გარანტია ვრცელდება: ელემენტსა და ძრავებზე ის 6 წელს ან 190,000 კმ გარბენს შეადგენს, ხოლო სხვა ძირითად აგრეგატებზე – 4 წელს ან 130,000 კმ-ს. ამ პერიოდში მფლობელი დაცულია გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისგან, რადგან საგარანტიო პირობები ავტომობილის ყველა ძვირადღირებულ კომპონენტს ფარავს.
ფინანსურ დაცულობასთან ერთად, ოფიციალური წარმომადგენლობა სრულფასოვან სერვისსაც სთავაზობს მომხმარებელს, რაც საქართველოში ელექტრომობილების შემთხვევაში ხშირად გამოწვევას უკავშირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ტიპის ავტოტრანსპორტის მოვლა და ტექნიკური მომსახურება სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს, IM Motors Georgia-ს გუნდი გადამზადებას უშუალოდ მწარმოებელ ქარხანაში გადის. შედეგად, სპეციალისტები თითოეული მოდელის ტექნიკურ ნიუანსებს დეტალურად იცნობენ.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ განახლებულ ავტო ცენტრს (თბილისი, ა. ბელიაშვილის 131), გაიარონ ტესტ-დრაივი და მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც ავტომობილების, ისე სერვისისა და სათადარიგო ნაწილების შესახებ.





