სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორისმიმდებარედ, სოფელ ქვემო მაღაროსთან, 320 ჰექტარზეგაშენებული ნუშის ბაღი საქართველოში ერთ-ერთიყველაზე მასშტაბური და ტექნოლოგიურადგანვითარებული აგროპროექტია. პროექტი „მაღაროკაპიტალს“ ეკუთვნის, 21-მილიონი ლარისდაფინანსებით კი მთავარი ფინანსური პარტნიორითიბისია.
თიბისისა და „მაღარო კაპიტალის“ პარტნიორობა 2021 წელს დაიწყო; სწორედ ამ დროს გადაწყდა თანამედროვე აგროპროექტზე მუშაობა საერთო მიზნით- ევროპული სტანდარტის ნუშის წარმოებასაქართველოში, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნებაროგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.თიბისის დაფინანსებით, პირველი ბაღი 2023 წელს გაშენდა, სატესტო მოსავალი კომპანიამ 2025 წელს აიღო, მიმდინარე სეზონზე კი 550 ტონა გაუტეხავ ნუშს ელოდებიან.
ბაღი თავიდანვე ევროპული სტანდარტებით დაიგეგმა. პროექტში გამოყენებულია ესპანური, იტალიური, გერმანული და ისრაელური კომპანიების ტექნოლოგიადა მასალები. პროცესში, ყველა ეტაპზე გამოცდილიევროპული კომპანიები ჩაერთვნენ - მიწის შერჩევიდანდაწყებული, სარწყავი და ფერტიგაციის სისტემისდანერგვით დასრულებული. ბაღის გასაშენებლადესპანური ნუშის ჯიშები შეირჩა, რაც მაღალი ხარისხისმოსავალს უზრუნველყოფს. თიბისის დაფინანსებით, კომპანიამ თანამედროვე ინფრასტრუქტურაც მოაწყო, მათ შორის: აშენდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზემასშტაბური, 130,000 მ³ მოცულობის წყლის რეზერვუარი. ასევე, მოეწყო ავტომატიზებული სარწყავი სისტემა დამეტეოროლოგიური სადგური, რომლებიცინტეგრირებული ჭკვიანი სისტემების დახმარებითბაღის მორწყვისა და ფერტიგაციის პროცესისდისტანციურ მართვას უზრუნველყოფენ. ეს მიდგომაწარმოების ეფექტიანობასა და სტაბილურ ხარისხსგანაპირობებს.
პროექტი ადგილობრივ დასაქმებასაც უწყობს ხელს.“მაღარო კაპიტალში” მუდმივად 24 ადამიანიადასაქმებული, სეზონურად მომუშავეთა რიცხვი კი 60-სუტოლდება.
კომპანიის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილიექსპორტს უჭირავს. სამიზნე ბაზრებად განიხილებაევროპა, ცენტრალური და შუა აზია - რეგიონები, სადაცმოთხოვნა მაღალია, ხოლო წარმოება შედარებითშეზღუდული. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაკი დამატებით ლოგისტიკურ უპირატესობას ქმნის, რაცბოლო წლების სტატისტიკითაც დასტურდება. ბოლო ხუთ წელში საქართველოდან ექსპორტირებული ნუშის მოცულობა წლიურად საშუალოდ 17%-ით, ხოლო მიღებული შემოსავლები 35%-ით იზრდება.
საექსპორტო გეგმების მიღმა, „მაღარო კაპიტალი“ გაფართოებასაც აპირებს - კომპანია დამატებით 200 ჰექტარზე ახალი ბაღის გაშენებასა დაგადამამუშავებელი საწარმოს შექმნას განიხილავს.
ნუშის ბაღის პროექტი თიბისის გრძელვადიანიპარტნიორების - “ჯიდი ჯგუფისა“ და „ფერის“ -ერთობლივი ინიციატივაა. კომპანიები მრავალი წელიასხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობენ, აგროსფეროთი კი რამდენიმე წლის წინდაინტერესდნენ. ამ მიმართულებაშიც პარტნიორად თიბისი აირჩიეს, რომელიც 1.2-მილიარდიანი პორტფელისა და მრავალწლიანი გამოცდილების გარდა კლიენტებს მათზე მორგებულ მომსახურებასა და პროდუქტებს სთავაზობს.
მაღარო კაპიტალის საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ: www.mcapital.ge





