დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოვიგეთ არჩევნები, მოვედით ხელისუფლებაში და იმ დღიდან მოყოლებული არანაირი მტკიცებულებები, ფაქტები არ არსებობს ადამიანის წამების. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის სიცრუით, ტყუილით გაჯერებული და არარსებულ ფაქტებზე დაფუძნებული.
ძალადობა და წამება სხვადასხვა რამეა. ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის. ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, მათ შორის მე, როგორც პოლიტიკოსმა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, თქვენგან განსხვავებით, რომლებიც ახალისებდით ძალადობას, ტაშ-ფანდური გქონდათ გამართული. მაგალითად, როდესაც ელისაშვილი თავს დაესხა მამუკა მდინარაძეს, რა კომენტარებს აკეთებდით, თქვენს გადაცემებში რა განმარტებები კეთდებოდა. ახალისებდით, ხელს უწყობდით ამ ყველაფერს. მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი
კალაძე: დამისახელეთ 1 ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთანაა დაკავშირებული





