კრიმინალი

კარდენახში, 36 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით მეზობელი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ კარდენახში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1990 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  გურჯაანის  მუნიციპალიტეტში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა მეზობელი - 1990 წელს დაბადებული ა.მ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს". - წერს უწყება. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით  მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები