გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 36 წლის კაცი მოკლეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ინტერპრესნიუსი ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კაცის ცხედარი სოფლის მიმდებარედ ვენახში იპოვეს და მას პირველადი დათვალიერებით, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)