საქართველო-უკრაინა

ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები - ზელენსკი კობახიძეზე

ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი    
@ZelenskyyUa/X    

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს ივანიშვილის პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სომხეთში, ერევანში შეხვედრასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ "ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები."

"შევხვდი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე," - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და სცემს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და მის ხალხს."

"ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას," - წერს ზელენსკი X-ზე.

 

კომენტარები