უბრალოდ, ჩვენს შეფასებებს რომ არ დავეყრდნოთ, ალბათ, საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს ევროკავშირი, როგორ დასუსტდა ევროკავშირი როგორც ეკონომიკურად, ასევე გეოპოლიტიკური პოზიციონირებით, რამდენი გამოწვევა აქვს ევროკავშირს როგორც ინსტიტუციას და წევრი სახელმწიფოები, რიგ შემთხვევაში, როგორ აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც კაია კალასი და მისი მაგვარი ლიდერები უჭერენ მხარს.
ამიტომ როდესაც ასეთი პოლიტიკის მწარმოებელი ევროპოლიტიკოსი გაკრიტიკებს და გიწუნებს პოლიტიკას, ალბათ, ძალიან მარტივია, გააკეთო არჩევანი, სად დგას სიმართლე, იმასაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესთან, მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია. თუ კაია კალასი ვინმე სხვას მიმართავს და არა ქართველ ხალხს, ესეც გვითხრას. ქართველი ხალხის არჩევანი მან ძალიან კარგად იცის და ისიც იცის, რომ ჩვენს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს.





