აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ტრამპი: ირანის მიერ შემოთავაზებულ ახალ გეგმას მალე განვიხილავ

დონალდ ტრამპი, 2026 წლის 16 მარტი.
Annabelle GORDON / AFP

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე განიხილავს ირანის მიერ შემოთავაზებულ ახალ სამშვიდობო გეგმას, თუმცა აღნიშნა, რომ "ვერ წარმოუდგენია, რომ ის მისაღები იქნება".

ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული სააგენტო Tasnim, ის ცნობით გუშინ ირანმა აშშ-ს წინადადებაზე საპასუხოდ ვაშინგტონს 14-პუნქტიანი დოკუმენტი წარუდგინა.

Tasnim იუწყება, რომ აშშ-მ ირანს ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა თეირანი მიიჩნევს, რომ "საკითხები 30-დღიან ვადაში უნდა მოგვარდეს" და მოლაპარაკებები უნდა იყოს მიმართული "ომის დასრულებაზე" და არა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე.

კომენტარები