ლონდონში ორი ებრაელი კაცი დაჭრეს. გამოძიებას კონტრტერორისტული პოლიციის განყოფილება ხელმძღვანელობს.
უახლესი ინფორმაციით, ორივე დაშავებული, ერთი 70 მეორე კი 30 წლის, სტაბილურ მდგომარეობაშია.
45 წლის ეჭვმიტანილმა ერთ-ერთი დაშავებული მაღაზიასთან ახლოს, მეორე კი სინაგოგის გარეთ დაჭრა.
ეჭვმიტანილმა ასევე პოლიციელის დაჭრა სცადა. ის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
მომხდარს გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი, რომელმაც თავდასხმას "ღრმად შემაშფოთებელი" უწოდა.
მისივე თქმით "აბსოლუტურად მტკიცეა" თავის გადაწყვეტილებაში, გაუმკლავდეს "ნებისმიერ ასეთ დანაშაულს, რომლის მსგავსიც ბოლო დროს ძალიან ხშირად ხდება."





