ანტისემიტიზმი მსოფლიოში

ბელგიაში აფეთქების შედეგად სინაგოგა დაზიანდა, რაც მერმა ანტისემიტურ აქტად შეაფასა

X

ბელგიური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ 9 მარტს, დილის საათებში, ქალაქ ლიეჟში აფეთქების შედეგად სინაგოგა დაზიანდა. შედეგად არავინ დაშავებულა. 

ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, VRT-ის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.

თუმცა, ფრანგულენოვან საზოგადოებრივ მაუწყებელთან, RTBF-თან საუბრისას ლიეჟის მერმა, უილი დემეიერმა ინციდენტს "ანტისემიტიზმის უკიდურესად ძალადობრივი აქტი" უწოდა. 

RTBF-ის მიხედვით, აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა სინაგოგისა და გზის მოპირდაპირე მხარეს მდგარი შენობის ფანჯრები.

აფეთქების შემდეგ პოლიციამ ქუჩა გადაღობა, ხოლო ტერორისტთან ბრძოლის სპეციალურმა ჯგუფმა ადგილზე გამოძიების ჩატარება დაიწყო. 

კომენტარები