დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეებზე 4 პროცესი გაიმართა. 3 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს.
- ია მღებრიშვილი - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
- ინგა ბუაძე - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
- გიორგი ჩაჩანიძე - 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე ზვიად ცეკვავა;
- ხატია მოლაშვილი - სიტყვიერი გაფრთხილება - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე.





