საქართველო-ევროკავშირი

ერთგვარი საბჭოური მიდგომაა, როდესაც ეშინიათ დიალოგის - კობახიძე ევრობოიუროკრატიაზე

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ ვისი იმედი აქვს ოცნებას ევროკავშირში, უპასუხა რომ მათი გუნდი "ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე"

"რაც შეეხება ევროკავშირს, გაგრძელდება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს არის შესაძლებელი. ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია დიალოგისთვის და ყოველთვის ამას ვამბობდით, როგორც კი დავინახავთ მზაობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რომ განახლდეს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მაშინვე სრულ ღიაობას ვაჩვენებთ. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ მათი დამოკიდებულება არის განსხვავებული, ვხედავთ რომ არის ერთგვარი საბჭოური მიდგომა, როდესაც ეშინიათ დიალოგის, დისკუსიის.

დიალოგის ეშინია სუსტ მხარეს, სუსტს არგუმენტებში. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ჩვენზე ბევრად უფრო დიდია, მაგრამ სუსტი მხარეა იმ გაგებით, რომ სიმართლე არის ჩვენკენ." - განაცხადა კობახიძემ. 

კომენტარები