Euronews წერს, რომ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ჩანს ირანში, მაშჰად არდეჰალში 28 თებერვლის შემდეგ მოკლული ირანელი მაღალჩინოსნებისთვის მიძღვნილი მურალი, მოჯთაბა ხამენეიც არის გამოსახული.
მურალზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გამოსახულნი არიან ირანელი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის ყასემ სოლეიმანი, ყოფილი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და მოჯთაბას მამა, ყოფილი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი.
გამოცემა წერს, რომ ვიდეო ბადებს კითხვებს, მართლა გადაურჩა თუ არა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი აშშ-ისრაელის იერიშებს.
Euronews ასევე იუწყება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის რეჟიმმა მოჯთაბა ხამენეი მკვდრად გამოაცხადა. მათი ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო "ტასნიმმა" მოჯთაბა ხამენეი ერთ-ერთ პოსტში "რევოლუციის მოწამე ლიდერად" მოიხსენია, რასაც ირანელმა მაღალჩინოსნებმა მოგვიანებით შეცდომა უწოდეს.





