Fox News-თან საუბარში აშშ-ს პრეზდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ ირანს აშშ-სთან საუბარი სურს, მათ შეუძლიათ ტელეფონზე დარეკონ. ტრამპის თქმით, 17-საათიან ფრენაზე დელეგაციის გაგზავნას მან ეს გადაწყვეტილება არჩია.
"ყველა კოზირი ჩვენს ხელშია. თუ ლაპარაკი უნდათ, შეუძლიათ ჩვენთან ჩამოვიდნენ ან შეუძლიათ დაგვირეკონ." - თქვა ტრამპმა.
ამას გარდა, ტრამპმა NATO კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ "ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულია".
"მათ წლების განმავლობაში ვემსახურებოდით. ვგზავნიდით ტრილიონობით დოლარს და როცა ჩვენ დაგვჭირდა დახმარება, ისინი ჩვენთან არ იყვნენ, ასე რომ, ამის დამახსოვრება მოგვიწევს." - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
აქამდე პრეზიდენტმა ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებებზე, რომლებიც პაკისტანში უნდა გამართულიყო, დელეგაცია არ გაგზავნა.





