რუსი Z ბლოგერები, წერენ რომ მალიში მეამბოხეებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ცნობის მიხედვით, ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საჰაერო ძალებთან დაახლოებულმა Fighterbomber-მა გამოაქვეყნა, შემდეგ კი სხვა ბლოგერებმაც გაავრცელეს.
"ეკიპაჟი და მობილური საცეცხლე ჯგუფი, რომელიც ბორტზე იყო, დაიღუპნენ. წინასწარი მიზეზი: გარე საცეცხლო ზემოქმედება (საზენიტო სარაკეტო კომპლექსი)." - დაწერა Fighterbomber-მა.
ბლოგერებს არ დაუზუსტებიათ თუ რა ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა და რამდენი სამხედრო მოკვდა. კომენტარი რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში არ გაუკეთებიათ.
25 აპრილს მეამბოხე ტუარეგებისა და ისლამისტების ალიანსმა მალის რამდენიმე დიდი ქალაქის მიმართულებით მასშტაბური კოორდინირებული თავდასხმები დაიწყო. მათი სამიზნე იყო ქვეყნის დედაქალაქი ბამაკოც. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ თავდასხმები მოიგერიეს.
საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად არის ჩართული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური დანაყოფი - აფრიკული კორპუსი, რომელიც მალიში 2024 წლიდანაა განლაგებული. კორპუსმა კსკ ვაგნერი, რომელიც ხელისუფლებას დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა, ევგენი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ ჩაანაცვლა.
მალის ამჟამინდელი ხუნტა ხელისუფლებაში 2021 წელს სამხედრო გადატრიალებით მოვიდა. მას შემდეგ ისინი ტუარეგი სეპარატისტებსა და ალ-კაიდასთან დაკავშირებულ ისლამისტებს ებრძვიან.





