მოხარული ვართ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმეორებს ხშირად სიტყვასიტყვითაც იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ამყარებს რწმენას სიმართლესთან დაკავშირებით.
მოხარული ვართ, რომ ეს ადამიანები ქვეყნის გარედანაც ისმენენ იმ გზავნილებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ამყარებს რწმენას, სიმართლესთან დაკავშირებით.
მაგალითად, ბოლო დოკუმენტში, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკულმა ადმინისტრაციამ, რეალურად სიტყვასიტყვით მეორდება განცხადებები იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც დადგა ევროკავშირი, მათ შორის ეკონომიკაზე პრაქტიკულად აკრძალულია ევროპულ ბიუროკრატიაში ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი, მაშინ, როდესაც ევროკავშირი წლის მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წლის 30 პროცენტიდან შემცირდა შარშან უკვე 17,5 პროცენტამდე, ეს უარყოფითი ტენდენცია გრძელდება.
მე სხვა არავისგან მომისმენია საუბარი ამასთან დაკავშირებით არც ევროპული ბიუროკრატიიდან, არც იმის მიღმა. მე ვაკეთებდი ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებებს, ვხედავთ, რომზუსტად პრაქტიკულად იდენტური განცხადება არის წარმოდგენილი ამერიკული უსაფრთხოების დოკუმენტში.





