ქართული ოცნების პოლიტიკა

კობახიძე: არ არსებობს პარამეტრი, რომლითაც 10 თავით არ ვუსწრებთ მოლდოვას და უკრაინას

არ არსებობს პრაქტიკულად პარამეტრი, რომლითაც ჩვენ ერთი და ათი თავით არ ვუსწრებთ წინ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვა, ესენი არიან ქვეყნები, რომლებსაც გაუხსნეს მოლაპარაკებები.

იგივე ეკონომიკა რომ ავიღოთ, ჩვენ ამ ხუთი წლის განმავლობაში 2021 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, 12 ნახევარი მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა სხვაობა ჩვენ ბიუჯეტებს შორის საქართველოსა და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის.

ეს არის ფაქტები. ასევე არის უამრავი ფაქტი დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, კორუფციასთან დაკავშირებით. მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ისევე როგორც უკრაინა, თუმცა ხედავთ, რომ მათთან დაკავშირებით არავითარი კრიტიკაც კი არ ისმის ამ საკითხზე.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სანქცირებული TV იმედის ეთერში, პრესსამსახურის ცნობით. 

კომენტარები