აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა – მედია

დონალდ ტრამპი, 2026 წლის 15 მარტი.
Nathan Howard/Getty Images

25 აპრილს Fox News-თან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებების მიზნით აღარ გაემგზავრებიან. 

ტრამპის თქმით, არ ღირს, რომ აშშ-ს დელეგაციამ პაკისტანამდე 18-საათიანი ფრენა შეასრულოს მაშინ, როცა ირანთან კონფლიქტში ყველა კარტი ამერიკის ხელშია. 

Fox News-ის ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა დაამატა, რომ ირანს ნებისმიერ დროს შეუძლია აშშ-სთან დარეკვა. 

"ჩემს ხალხს ცოტა ხნის წინ, როცა ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ, ვუთხარი, რომ 'არა, იქ ჩასასვლელად 18-საათიან ფრენას არ შეასრულებთ. ყველა კარტი ჩვენ გვაქვს. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დაგვირეკონ, მაგრამ თქვენ აღარ შეასრულებთ 18-საათიან ფრენებს, რათა დასხდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ-მეთქი'," ციტირებს ტრამპს Fox News. 

ამასთან, Axios-ის კორესპონდენტთან, ბარაკ რავიდთან საუბრისას კი ტრამპმა განაცხადა, რომ ისლამაბადში უიტკოფისა და კუშნერის მგზავრობა მოლაპარაკებებზე ირანული მხარის პოზიციის გამო გააუქმა.

ხოლო კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ირანის წინააღმდეგ ომი გაგრძელდება, ტრამპმა უპასუხა, რომ "არა, ამას არ ნიშნავს. ამაზე ჩვენ ჯერ არ გვიფიქრია."

მანამდე გამოცემა Wall Street Journal წერდა, რომ ბოლო პერიოდში ირანის რეჟიმის ხელმძღვანელობაში უთანხმოებაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს აშშ-სთან მოლაპარაკებები. 

კომენტარები