რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინულმა დრონებმა ფრონტიდან დაშორებულ სვერდლოვსკის ოლქზე პირველად მიიტანეს იერიში

იერიშის შედეგი

უკრაინულმა დრონებმა პირველად მიიტანეს იერიში რუსეთის სვერდლოვსკის ოლქზე, ქალაქ ეკატერინბურგზე. 

25 აპრილის დილით ცნობები იერიშის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ინფორმაცია დაადასტურა ოლქის გუბერნატორმა, დენის პასლერმა. მისი თქმით, ჰოსპიტალიზირებულია ერთი ქალი და დაზიანებული შენობიდან გამოყვანილია 50 ადამიანი.

დრონის იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი კომპლექსი "ტრინიტი". 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გასულ ღამეს 127 უკრაინული დრონი მოიგერიეს.

სვერდლოვსკის ოლქი ურალის რეგიონში შედის. მცირე ხნის წინ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ ამბობდა, რომ ეს რეგიონი უკვე უკრაინული დრონების საფრთხის ზონაში იყო.

 

კომენტარები