აშშ-ირანის დაპირისპირება

Reuters: აშშ-მ აზიის წყლებში სამ ირანულ ნავთობტანკერს გზა გადაუჭრა

აშშ-ს AH-64 Apache-ს ტიპის მოიერიშე ვერტმფრენები ჰორმუზის სრუტის თავზე პატრულირებენ, 17 აპრილი, 2026
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) / X

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა აზიის წყლებში – ინდოეთის, მალაიზიისა და შრი-ლანკის სიახლოვეს – სამ ირანულ ნავთობტანკერს გზა გადაუჭრა და მარშრუტები შეაცვლევინა. 

წყაროების ინფორმაციით, ტანკერები გადაამისამართეს აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადის ფარგლებში, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას ისახავს მიზნად.  

ერთ-ერთი ტანკერი სრულად დატვირთული იყო დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობით და ინდოეთის სანაპიროსთან იმყოფებოდა, ხოლო სხვა ხომალდები მალაიზიისა და რეგიონის სხვა წყლებში გადაადგილდებოდნენ. 

მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში დააკავეს ორი გემი, რომლებიც, მათი მტკიცებით, ზვაოსნობის წესებს არღვევდნენ.

კომენტარები