ავტოსაგზაო შემთხვევა

მარნეული-სადახლოს გზაზე ავარია მოხდა, არიან დაშავებულები

MarneuliNews

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედიაც ავრცელებს. MarneuliNews-ის ცნობით, ავარიის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანია. 

კომენტარები