ორგანიზაცია Amnesty International აქვეყნებს ყოველწიულ ანგარიშს, "ადამიანის უფლებები მსოფლიოში."
ანგარიშში ორგანიზაცია საქართველოს მდგომარეობასაც აღწერს.
"გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები მკაცრად შეიზღუდა. რეპრესიული კანონმდებლობა, უსამართლო სასამართლო პროცესები და პოლიციის დაუსჯელობა უკანონო ძალის გამოყენებისათვის აღვივებდა მთავრობის რეპრესიებს.
მშვიდობიანი მომიტინგეები, ჟურნალისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები დაექვემდებარნენ თვითნებურ დაკავებას, წამებასა და სხვა სახის არაადამიანურ მოპყრობას, რასაც მოჰყვა უსამართლო სასამართლო პროცესები.
ადამიანის უფლებათა დამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია განიცდიდნენ მუდმივ შევიწროებას, მათ შორის აქტივების გაყინვასა და მარეგულირებელი ორგანოებისგან ზეწოლას. ქალი მომიტინგეები გახდნენ გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლნი," - წერია ანგარიშში.





