ირანის სამთავრობო მედია, IRNA აცხადებს, რომ იანმა ისლამაბდში აშშ-სთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვაზე უარი თქვა.
"ირანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მისი უარი გამომდინარეობს, როგორც მან უწოდა, ვაშინგტონის გადაჭარბებულ მოთხოვნებიდან, არარეალისტური მოლოდინებიდან, გამეორებული ურთიერთწინააღმდეგობებიდან და მიმდინარე საზღვაო ბლოკადიდან, რომელსაც ის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად მიიჩნევს". - წერს IRNA.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში ცეცხლის გახსნით სრულად დაარღვია და მისი წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის ისლამაბდში მიემგზავრებოდნენ.
"ისინი სწრაფად დათმობენ, მარტივად დათმობენ და, თუ არ მიიღებენ შეთანხმებას, ჩემთვის იქნება პატივი გავაკეთო ის, რაც უნდა გაკეთდეს და რაც სხვა პრეზიდენტებს უნდა გაეკეთებინათ ბოლო 47 წლის განმავლობაში. დროა დასრულდეს ირანის მკვლელი მანქანა!" - დაწერა ტრამპმა.





