ირანის რეჟიმის პარლამენტის სპიკერი, მოჰამად ბაღერ ღალიბაფი აშშ-ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს უარყოფს.
"აშშ-ს პრეზიდენტმა ერთ საათში შვიდი განცხადება გააკეთა... შვიდივე მცდარი იყო. ამ ტყუილებით ომი ვერ მოიგეს და მოლაპარაკებებშიც ნამდვილად ვერ მიაღწევენ წარმატებას."
ასევე ღალიბაფმა დაამატა, რომ "იქნება თუ არა სრუტე ღია თუ დახურული და რა წესები იმოქმედებს მასზე, ამას განსაზღვრავს რეალური საველე ვითარება და არა სოციალური მედია".
"მედია ომი და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ომის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ირანელი ერი ამგვარი ხრიკების გავლენას არ განიცდის" - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, დღეს ღამით ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი "აღარასდროს ჩაკეტავს" ჰორმუზის სრუტეს. მანვე დაამატა, რომ ირანთან პოტენციური შეთანხმების ფარგლებში აშშ ირანიდან ბირთვულ მასალასაც გამოიტანს.
"ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასდროს ჩაკეტავენ. მას აღარასდროს გამოიყენებენ იარაღად მსოფლიოს წინააღმდეგ" – დაწერა მან.





