რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ომში ბელარუსის ჩათრევას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აპრილს განაცხადა, რომ ბელარუსში, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, ახალი საარტილერიო პოზიციების მოწყობა და გზების დაგება მიმდინარეობს, რის საფუძველზეც ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, განმეორებით სცადოს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩათრევა.

"ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება თავის ომში ბელარუსის ჩათრევას," აღნიშნა ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, ბელარუსი რუსული არმიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მოსამზადებელი პლაცდარმი იყო, რომლის ტერიტორიაც რუსული ჯარების გადაადგილების, სარაკეტო იერიშებისა და უკრაინაზე დრონებით თავდასხმების მიზნისთვის გამოიყენებოდა. 

თუმცა, ამის მიუხედავად ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით წამოწყებული სახმელეთო იერიში წარუმატებლად დამთავრდა. 

კომენტარები