ქართული ოცნების პოლიტიკა

კობახიძე: 2028 წლის არჩევნებში, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ

ორწელიწადნახევარში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის, ამასთან ერთად სხვა პროცესებიც იქნება, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში, ამასაც უნდა დაველოდოთ.

ათჯერ წააგეს არჩევნები ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ეს არის სავსებითად უცხოური აგენტურა. ასეთ დროს მათი აგრესიული დამოკიდებულება არჩევნების მიმართ საერთოდ არაა გასაკვირი.

ათჯერ როცა წააგებ არჩევნებს, მერე გიჩნდება აგრესია შესაბამისი მოვლენის მიმართ, აქედან გამომდინარე, ამ აგრესიისგან ისინი, ბუნებრივია, ვერ გათავისუფლდებიან, თუმცა აქვთ ახლა ერთგვარი გამონათება და საუბრობენ არჩევნებთან დაკავშირებით. არსებითად არ ცვლის არავისთვის ეს ვითარება არაფერს - არც ქვეყნისთვის, არც ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის.

ჩვენ როგორც ვემზადებოდით წარსულში არჩევნებისთვის, ასევე ვემზადებით 2028 წლის არჩევნებისთვის, სადაც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

იმდენად დისკრედიტირებულია დღეს ოპოზიცია, რომ მათ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ, არც ორწელიწადნახევარში.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან

კომენტარები