აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ორ ათეულზე მეტ პირს, კომპანიასა და გემს, რომლებიც ირანის ნავთობით ვაჭრობდნენ.
ფინანსთა სამინისტროს განცხადების თანახმად, სანქციები ირანული ნავთობის გადაზიდვის მაგნატის, მოჰამად ჰოსეინ შამხანის ქსელის წინააღმდეგაა მიმართული.
ჰოსეინ შამხანი არის ალი შამხანის შვილი - ირანის უსაფრთხოების და ბირთვული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც 28 თებერვალს თეირანში აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო ასევე სანქციებს უწესებს ირანის მოქალაქე სეიედ ნაიემაეი ბადროდდინ მუსავის, რომელსაც აშშ ლიბანში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას დამფინანსებლად მიიჩნევს და სამ კომპანიას, რომლებიც დაკავშირებულია ფულის გათეთრების სქემასთან, რომელიც ვენესუელური ოქროს სანაცვლოდ ირანული ნავთობის გაყიდვას გულისხმობს.





