14 აპრილს, ავტობანზე, ქარელი-აგარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლამდე კაცი ემსხვერპლა. ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ ქართლის ამბებმა გაავრცელა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





