აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

Reuters: აშშ-მ და ირანმა ამ კვირაში შეიძლება მოლაპარაკებები გააგრძელონ

თეირანის ქუჩებში გამოკრული პროპაგანდისტული პოსტერი, რომელიც აშშ-ს ემუქრება. 2026 წლის 25 იანვარი.
Vahid Salemi/AP

მედიასააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ კვირაში აშშ-მ და ირანმა პაკისტანის დედაქალაქში შესაძლოა მოლაპარაკებები გააგრძელონ. აქამდე, რამდენიმე დღით ადრე, მხარეებს შორის სამშვიდობო საუბრები ჩაიშალა, რის შემდეგაც აშშ-მ ირანულ პორტებს ბლოკადა დაუწესა.

როგორც Reuters-ი ხაზს უსვამს, ბლოკადის დაწესების შემდეგ ირანის ხისტი რიტორიკის მიუხედავად, ნიშნებმა, რომ დიპლომატიური საუბრები შესაძლოა გაგრძელდეს, ნავთობის ბაზარზე სიმშვიდე შეინარჩუნა.

Reuters-ი წერს, რომ მათ ესაუბრათ წყარო, რომელიც მოლაპარაკებებშია ჩართული. ანონიმური პირის თქმით, მხარეები მოლაპარაკებებს შესაძლოა ამ კვირაში დაუბრუნდნენ. მისივე თქმით, ვაშინგტონმაც და თეირანმაც ისლამაბადში დელეგაციების ხელახლა გაგზავნის შეთავაზება მიიღო. მედიასთან ირანულმა წყარომ თქვა, რომ მოლაპარაკებების განახლების ზუსტი თარიღი არ დაწესებულა, თუმცა განიხილავენ პარასკევიდან კვირამდე შუალედს. 

კომენტარები