კახეთში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით - 1978 წელს დაბადებული გ.გ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





