განზრახ მკვლელობა

მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით ჭრილობები ყელის არეში მიაყენეს.

დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

კომენტარები