პატრიარქის გარდაცვალება

18 მარტს სინოდის სხდომა გაიმართება, ილია II-ის ცხედარს სამებაში ამის შემდეგ გადაასვენებენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 18 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

ამის შემდეგ, გამოცხადდება დამატებითი დეტალები კათალიკოს-პატრიარქის დაკრძალვის თაობაზე.

"სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება" - წერია განცხადებაში.

კომენტარები