საქართველოს სასამართლო სისტემა

კობახიძე: მოსახლეობის 50%-ზე მეტი სასამართლოს ენდობა

სასამართლოს მიმართ ნდობა სოციოლოგიური კვლევებით იზომება და ჩვენ ეს კვლევები გვაქვს. ამ კვლევების თანახმად, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა, ძალიან მყარად, 50%-ზე მეტი, სასამართლოს ენდობა. აქაც ბევრჯერ გვითქვამს - ნებისმიერი სასამართლო საქმე მოიტანეთ, სადაც სამართლიანობასთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ და მოდით, ერთად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. ერთი საქმე მოიტანეთ [...]

დარწმუნებული ვარ, სასამართლოში პრობლემური საქმეები იქნება - მაგრამ, როცა სასამართლოსთან და უსამართლობასთან დაკავშირებით ბრალს პოლიტიკურად გვიყენებენ, მოდით, კონკრეტული საქმეები მოგვიტანეთ, რომელზეც ფიქრობთ, რომ არასამართლიანად გადაწყდა - ზეპირად კი ნუ გველაპარაკებით [...] ამხელა შტურმისა და პოლიტიკური შეტევის მიუხედავად, საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა 50%-ზე მაღალია. 

ასე უპასუხა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის "დებატებში" პარტია გირჩის წევრის, ჰერმან საბოს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში არაა ისეთი სასამართლო, რომლის მიერ გამოტანილი განაჩენიც ნდობას გამოიწვევს.

კომენტარები