აშშ-კუბა

კუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო

   
   

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ აშშ-კუბას შორის მოლაპარაკებები გაიხსნა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ნავთობის ბლოკადას ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში უფრო ღრმად ჩაიყვანა.

"ეს მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი უთანხმოების დიალოგის გზით გადაჭრის გზების პოვნას," - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ორ ქვეყანას "კონფრონტაციისგან" თავს აარიდებინებს.

მას შემდეგ, რაც აშშ-მ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა, ტრამპმა კუბაში ვენესუელური ნავთობის მიწოდება შეწყვიტა და იმუქრებოდა, რომ ტარიფებს დააწესებდა ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც კუბას ნავთობს მიჰყიდის.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ შესაძლოა, მისმა ქვეყანამ კუბაზე "მეგობრულად კონტროლი" დაამყაროს. 

 

კომენტარები