აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ეს თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირანულ იერიშზე

აზერბაიჯანელი სამხედროები აღლუმზე

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ირანის მიერ დრონებით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მიტანილი იერიში "უპასუხოდ არ დარჩება".

"5 მარტს ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, მათ შორის ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს. დრონების ტექნიკური პარამეტრები და ინციდენტების დეტალები გამოძიების პროცესშია" - აცხადებენ უწყებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირანის შეიარაღებული ძალების მიერ ყოველგვარი სამხედრო აუცილებლობის გარეშე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს კატეგორიულად გმობს.

"მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება" - აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამზადებს აუცილებელ საპასუხო ზომებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე სამოქალაქო პირებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - "ეს თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება".

კომენტარები