კალაძე: ჯანყარაშვილი საჭიროა სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის მქონე პარტიისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია, სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დამყარებული პარტია ჩამოვაყალიბოთ. ამისთვის უნდა იყოს პიროვნება, რომელიც დილიდან საღამომდე იქნება ჩართული პარტიის მუშაობაში

6 ოქტომბერს, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამაზ თამაზაშვილის დის შვილი, ზვიად ჯანყარაშვილი გახდა. მანამდე, ჯანყარაშვილი გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად დაინიშნა. გასული წლის მარტში ირაკლი ღარიბაშვილმა ზვიად ჯანყარაშვილის შესახებ თქვა, რომ "მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის".

კომენტარები