შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით - 1997 წელს დაბადებული რ.ც. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1968 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს.
"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს და დიდი ოდენობით თანხას - 80 000 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ც. და თ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი თანხით შეძენილი ავტომობილი, მობილური ტელეფონები და ფული." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





