ავტოსაგზაო შემთხვევა

ქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთში, შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ერთი. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა აჭარა თაიმსმა გაავრცელა. მათი ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. 

კომენტარები