სომხეთი

RFE/RL: სომხეთმა EU-ს არჩევნების წინ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ გუნდის გაგზავნა სთხოვა

RFE/RL იუწყება, რომ სომხეთმა ევროკავშირს ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური გუნდის სთხოვა.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირი მოახლოებულ არჩევნებში რუსული ჩარევის წინააღმდეგ სომხეთის დასახმარებლად ემზადება და ქვეყანაში "ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების გუნდის" გაგზავნას გეგმავს.

იოზვიაკი ამას RFE/RL-ს მიერ ნანახ დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელშიც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 13 თებერვალს ევროკავშირს აღნიშნული გუნდის გაგზავნას სთხოვს.

RFE/RL-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა მსგავსი, 20-კაციანი გუნდი გასულ წელს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გაგზავნა.

"ბრიუსელმაც და კიშინიოვმაც პროექტი წარმატებულად მიიჩნიეს და ევროკავშირი ახლა ევროკავშირი  სომხეთში მსგავსი ძალისხმევის გამეორებითაა დაინტერესებული, რადგან ქვეყანა გადამწყვეტ არჩევნებს აწყდება, რომელზეც, მოსალოდნელია, რომ რუსეთი გავლენის მოხდენას ეცდება" - წერს იოზვიაკი.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა მანამდე, 2025 წლის დეკემბერში, დაადასტურა, რომ სომხეთმა მოლდოვისთვის გაწეული დახმარების მსგავსი რამ მოითხოვა".
 

კომენტარები