ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის დელეგაცია მშვიდობის საბჭოს პირველ შეხვედრას ვერ დაესწრო, რადგან აშშ-მ მათ ვიზები არ გასცა
“მშვიდობის საბჭოს შეხვედრისთვის აშშ-მ ჩვენს დელეგაციაზე ვიზები არ გასცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი დროულად იყო წარდგენილი და ყველა პროცედურა დაცული იყო.
ბელარუსმა ორგანიზატორებს წინასწარ აცნობა, რომ სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებით შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ რიჟენკოვი დაესწრებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწვევა ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურსთვის იყო განკუთვნილი.
თუ ელემენტარული ფორმალობებიც კი არ არის დაცული, მაშინ რა “მშვიდობაზე” ვსაუბრობთ?” - წერს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე
ცნობისთვის, გუშინ, 19 თებერვალს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თავმჯდომარეობით მშვიდობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.





