აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მშვიდობის საბჭოს პირველ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოკავშირეები $7 მილიარდზე მეტს, აშშ კი $10 მილიარდს გაიღებს.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მაროკომ, ბაჰრეინმა, კატარმა, საუდის არაბეთმა, უზბეკეთმა და ქუვეითმა [ღაზის] დახმარების პაკეტისთვის ჯამში 7 მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანეს" - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ 10 მილიარდ მშვიდობის საბჭოსთვის დოლარს გაიღებს.
"ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობის საბჭოსთვის 10 მილიარდ დოლარს გაიღებს" - თქვა ტრამპმა.
Reuters აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის, გაეროსა და ევროკავშირის შეფასებით, გასული წლის თებერვალში ღაზის აღდგენას 50 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდებოდა, ხოლო ნოემბერში ისინი 70 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალ შეფასებას ამზადებდნენ.
ტრამპის თქმით, მშვიდობის საბჭოს ღაზაში ფეხბურთთან დაკავშირებული პროექტებისთვის 75 მილიონი დოლარის მობილიზებაში FIFA დაეხმარება.





