სომხეთი

სომხეთის პარლამენტის სპიკერის თქმით, TRIPP-ის პროექტში რუსეთის მონაწილეობა შეუძლებელია

სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის თქმით, ტრამპის მარშრუტის (TRIPP) პროექტში რუსეთის მონაწილეობა შეუძლებელია. 

TRIPP აშშ-სა და სომხეთის რესპუბლიკის ერთობლივი შეთანხმებაა, რომლის მიზანიც სომხეთის სამხრეთ ნაწილში მარშრუტის შექმნაა. აღნიშნული მარშრუტი აზერბაიჯანს შეუფერხებელ კომერციულ წვდომას მიანიჭებს ნახიჩევანთან.

"რანაირად წარმოგიდგენიათ ეს? TRIPP სომხურ-ამერიკული ორგანიზაციაა" –ამბობს სიმონიანი მედიასთან საუბრისას. 

მან ასევე განმარტა, რომ რუსეთს შეუძლია სხვა სავაჭრო დერეფნებზე კონცენტრირება. 

"ეს ერთადერთი მარშრუტი არაა, რომელიც სომხეთზე გადის ან გაივლის. ბევრი ასეთი გზა არსებობს" – თქვა სიმონიანმა. 

კომენტარები