ივანიშვილის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
განცხადების თანახმად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო 1 მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი იქნება.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო 1 მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი იქნება". - ნათქვამია განცხადებაში
ცნობისთვის, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობენ.





