აშშ-რუსეთი

ლავროვი: პუტინი Lukoil-სა და Rosneft-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით გაკვირვებული დარჩა

ყველა სანქცია უცვლელი რჩება. მეტიც, პირველად იქნა შემოღებული ახალი, ძალიან მკაცრი სანქციები ჩვენი უმსხვილესი ნავთობკომპანიების, Lukoil-სა და Rosneft-ის წინააღმდეგ. ეს [ალასკის ქალაქ] ანკორიჯში გამართული შეხვედრიდან ორი-სამი კვირის შემდეგ მოხდა. პრეზიდენტი [ვლადიმირ პუტინი] გაკვირვებული დარჩა. 

ჩვენ ანკორიჯში იმ განწყობით დავშორდით, რომ რუსეთმა უკრაინის კრიზისის მოწესრიგების შესახებ აშშ-ს წინადადებას მხარი დაუჭირა. ამის შემდეგ ველოდით, რომ აშშ დაადასტურებდა - რადგან ეთანხმებით ჩვენს წინადადებას, მოდით რამე გამოვაცხადოთ, კონფერენცია მოვიწვიოთ, რამეს ხელი მოვაწეროთ, მშვიდობის საბჭო შევკრიბოთო. მაგრამ მოულოდნელად Lukoil-სა და Rosneft-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები