რატის ბარში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ რატი პაკელიანს 3-წლიანი პატიმრობა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 11 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, ქ. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე რატის ბარში, ბრალდებულმა დაზარალებულს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - განზრახ მკვლელობა - აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.





