2022 წლის სექტემბრისთვის, ОДКБ-ს მოკავშირეები უარს ამბობდნენ ვალდებულებების შესრულებაზე, რომ ჩვენთვის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტიები მოეცათ. ისინი ასევე უარს ამბოდნენ ასობით მილიონის ოდენობის იარაღისა და აღჭურვილობის გადმოცემაზე, რისთვისაც სომხეთმა უკვე თანხა გადაიხადა.
ეს სომხეთისთვის ეგზისტენციური საფრთხე იყო და აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და სუვერენიტეტის განულების გადაწყვეტილება იყო მიღებული.
ეს მომაკვდინებელი საფრთხე ორი გადამწყვეტი მოვლენით მოგვარდა: 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში, ოთხმხრივ ფორმატსი მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციით აღიარებდნენ და მეორე მხრივ ОДКБ-ში სომხეთის წევრობის შეჩერებით.





