რუსული რეჟიმი

რეჟიმმა ტროტუარზე დგომის გამო, მოქალაქეების ნაწილს პატიმრობა შეუფარდა

აქცია პარლამენტთან, 22 ნოემბერი

23 იანვარს, აქციაზე ტროტუარზე დგომის საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე მოქალაქის სასამართლო პროცესი გაიმართა და გადაწყვეტილებები გამოცხადდა.

მოსამართლეებმა დავით მაკარაძემ, ზვიად ცეკვავამ და მანუჩარ ცაცუამ ყველა მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნეს, ნაწილს რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს კი - სიტყვიერი გაფრთხილება.

პირველი, ვინ ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს სანდრო მეგრელიშვილია. მას დავით მაკარაძე, 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

მაკარაძემ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დიმიტრი ჯამბურიას საქმეზეც. 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ლუკა ნაგლიაშვილს. 

მოსამართლა ზვიად ცეკვავამ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მიხეილ ზაქარეიშვილს. სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა ანი ახმეტელის საქმეში. 

აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო ნათია ჭავჭანიძე სამართალდამრღვევად
ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ. ხოლო ნუკრი კაკულიას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

22 იანვარს, მოსამართლე თონიკე კაპანაძემ სამართალდამრღვევად ცნო სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა რეზი დუმბაძეს. 

ცნობისთვის, ქართული ოცნების მიერ 10 დეკემბერს მიღებული კანონის მიხედვით, რეჟიმს შეეძლება, აქციაზე ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობაში გაგიშვათ. დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება. თუ შეკრების მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას, დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

კომენტარები