რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: საფრანგეთის საზღვაო ძალები რუსეთიდან წამოსულ ტანკერზე გადასხდნენ

"ჩვენ არანაირ დარღვევას არ მოვითმენთ.

დღეს დილით საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალები გადასხდნენ რუსეთიდან წამოსულ ნავთობტანკერზე, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარებოდა და ეჭვობდნენ, რომ ყალბი დროშით დაცურავდა.

ოპერაცია ხმელთაშუა ზღვის წყლებში ჩატარდა, ჩვენი რამდენიმე მოკავშირის მხარდაჭერით. ეს მოხდა ზღვის სამართალზე გაეროს კონვენციის მკაცრი დაცვით.

დაწყებულია სასამართლო გამოძიება. ხომალდი გადამისამართებულია.

ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, დავიცვათ საერთაშორისო სამართალი და უზრუნველვყოთ სანქციების ეფექტური აღსრულება.

"ჩრდილოვანი ფლოტის" საქმიანობა ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის დაფინანსებას.

წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე.

კომენტარები